მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სტაჟიორი
კომუნიკაციების კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სტაჟიორის შერჩევის მიზნით.
ადგილების რაოდენობა: 2
ანაზღაურება: 800-950 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სტაჟირების ხანგრძლილობა: 6 თვე.
საბუთების მიღების ვადაა: 2025 წლის 23 აპრილიდან 2025 წლის 12 მაისის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის სტატისტიკური ფორმებით შემოსული ინფორმაციის დამუშავების პროცესში მხარდაჭერა;
- ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადეების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება და სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ მედია პროდუქტებზე წარმოდგენილი ხელშეკრულებების გასულ კონტენტთან შედარება;
- ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ნორმათა დაცვაზე მონიტორინგის პროცესში ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში;
- ავტორიზებული მაუწყებლისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
- საჭიროების შემთხვევაში საავტორო უფლებების და სარეკლამო კომუნიკაციების წესების დაცვის მონიტორინგის განხორციელება;
- სამსახურეობრივი/მოხსენებითი ბარათების, ანგარიშების პროექტების მომზადება;
- წერილების პროექტების მომზადება (ინგლისურად და ქართულად) და დაარქივება თემატიკის მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამართალის ან ჟურნალისტიკის/მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია: მუშაობის/სტაჟირების სამუშაო გამოცდილება მედიასამართლის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ან მედიამონიტორინგის მიმართულებით;
საკონკურსო თემატიკა:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი
უცხოური ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ განცხადების ბოლოს) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
კანდიდატმა სასურველია
- ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ატვირთოს შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმეორებით გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად.