წვდომის მენიუ

ივლისი 02, 2021 17:35

დასრულებული: წინასაარჩევნო მედიამონიტორი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს მოკლევადიანი დასაქმების პროგრამას  წინასაარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის.

კომუნიკაციების კომისია ახორციელებს წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს წინა საარჩევნო პერიოდში „მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, მონიტორინგის  შედეგები ქვეყნდება საჯაროდ.     

აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად,  კომუნიკაციების კომისია სამ თვემდე ვადით სამუშაოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტში.   შერჩეული კანდიდატები  ჩაერთვებიან მედიის მაუწყებლობის მონიტორინგის პროცესში და განახორციელებენ  შესაბამისი სამაუწყებლო არხების მონიტორინგს  არსებული წესისა და პროცედურის შესაბამისად,  შემდეგ, კი წარადგენენ მონიტორინგის შედეგების ანგარიშებს.    

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები;

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი ხორციელდება სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში, ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანს წარმოადგენს მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში.  მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. მონიტორიგნის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც.

დასაქმების პერიოდი:  2021 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. შრომითი ურთიერთობების ვადები შესაძლებელია შეიცვალოს წინასაარჩევნო პერიოდის ცვლილებასთან ერთად.

სამუშაო გრაფიკი:   სამუშაო საათები მოქნილია   

ყოველთვიური ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი

საბუთების მიღების ვადა: 2021 წლის 2 ივლისიდან 14 ივლისის  ჩათვლით

შერჩევის ეტაპები:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება

კომისია არჩევანს გააკეთებს მცოდნე, სფეროთი დაინტერესებულ, მოტივირებულ კანდიდატებზე. მნიშვნელოვანია ტექნიკური უნარები, ანალიტიკური აზროვნება,  ორგანიზებულობა და სისხარტე.

დასაქმებისას უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება ან არიან ჟურნალისტიკის, მედია მენეჯმენტის, სოციოლოგიის ან  სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. 

დასაქმების უპირატესობა:

გამოცდილ გუნდთან მუშაობით, შერჩეული პირები:

-        მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მედიის მონიტორინგის ხერხების და დამკვიდებული პრაქტიკების შესახებ;

-        გაერკვევიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს „წინა საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებით  განსაზღვრულ მოთხოვნებში;

-        წარმოდგენა შეექმნებათ მაუწყებლობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

-        ექნებათ საშუალება შეიტანონ მოქალაქეობრივი წვლილი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარმართვის პროცესში;

მოკლევადიანი დასაქმების პროგრამაში  მონაწილეობის მიღებისთვის დაინტერესებულმა პირმა მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge    უნდა გამოაგზავნოს:

-        თავისი რეზიუმე (CV);

-        უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;

-        წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ  - „წინასაარჩევნო მედიამონიტორი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

გისურვებთ წარმატებებს!

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები