დასრულებული: ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის სპეციალისტი | ComCom
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით, თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და კორექტირებაში მონაწილეობის მიღება;
- შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს თაობაზე სატენდერო და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი ანგარიშგება;
- ბაზრის კვლევის წარმოება როგორც ელექტრონული, ასევე გამარტივებული შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე;
- ელექტრონული ტენდერების და კონკურსების ორგანიზება და განხორციელება;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
- მიმწოდებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, ხელშეკრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება
სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება რელევანტური მიმართულებით
უცხო ენების ცოდნა:
სასურველია ინგლისური ენა - B1
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სახელმწიფო ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომისიის შიდა ინსტრუქციებითა და პროცედურებით, მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება;
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება
ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპი.
საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
