წვდომის მენიუ

აპრილი 25, 2018 17:22

დასრულებული: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე 

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:   ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის აპარატის საკადრო საკითხების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეები, ხელშეკრულებები, ბრძანებები და სხვა დოკუმენტაცია);
  • შიდა კომუნიკაციის მართვა; ორგანიზაციის შინაგანაწესით გათვალისწინებული საკითხების დაცვის მონიტორინგი;
  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება;
  • ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და ანგარიშისთვის ინფორმაციის მოგროვება;
  • კომისიის მიერ ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა (საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება, სამუშაო აღწერილობების შედგენა, რეზიუმეების პირველადი გადარჩევა);
  • პერსონალის შერჩევის განხორციელება, კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
  • ახალი თანამშრომლის მიღების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება;
  • კომისიის დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ა.რ.მ სტრატეგიის შესაბამისად ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
  • თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის დაგეგმვასა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
  • ორგანიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად;
  • უშუალო ხელმძღვანელის  სხვა დავალებების შესრულება. 

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირენულობა;
  • დისციპლინა;
  • ინიციატივიანობა;
  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:  უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში.. სასურველია - მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

სასურველია - ადამიანური რესურსების მართვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

სასურველია  - ტრენინგების ჩატარების გამოცდილება

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება 

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word - კარგი,   Excel - კარგი) 

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს- თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი) და შესაბამისი სერტიფიკატები, რომელსაც აპლიკანტი რელევანტურად მიიჩნევს აღნიშნული პოზიციისათვის

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

საბუთების მიღების ვადაა: 2018 წლის 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები