ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის სტაჟიორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სტაჟიორის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1.
ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე.
ანგარიშვალდებულება: ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის წინაშე.
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი (სასწავლო განრიგთან შეთავსებით).
სტაჟირების ხანგრძლილობა: 6 თვე.
საბუთების მიღების ვადაა: 2026 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- ფინანსური დოკუმენტაციის დახარისხება და სისტემატიზაცია;
- პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის ტექნიკური გადამოწმების პროცესში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ფინანსური მონაცემების ელ. ცხრილებში ასახვა და განახლება;
- ფინანსური რეესტრის წარმოებისა და მონაცემთა განახლების პროცესში მონაწილეობა;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით მონაცემების მოძიების პროცესში ჩართულობა;
- საბანკო ამონაწერების დამუშავებისა და შესაბამის დოკუმენტებთან შედარების პროცესში მონაწილეობა;
- თვისა და კვარტლის ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონული არქივის ფორმირებისა და მოწესრიგების პროცესში მონაწილეობა;
- შიდა ფინანსური ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მონაცემთა ბაზების განახლების პროცესში ჩართვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც მიმართული იქნება სტაჟორის პროფესიული ზრდის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარებისაკენ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა - B1 დონე.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel) - ძალიან კარგი.
კომპეტენციები და უნარები:
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV), სამუშაო გამოცდილების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.
კანდიდატმა სასურველია:
1. გამოაგზავნოს შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სტაჟიორი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება, კონკურსის შედეგების გამოცხადება;
შენიშვნა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
