იანვარი 08, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო კომისიის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

9  იანვარი  2009 წელი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18) აცხადებს ტენდერს ორ ლოტად კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველსაყოფად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინ­ტერესებულ პირს.

დაფინანსების წყარო – კომისიის ბიუჯეტი.

2. შესყიდვის ობიექტია: ლოტი1 - ბენზინი  70 000 ლიტრი (პრემიუმის მარკის საწვავი, ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95) და თანმდევი სააღრიცხვო მომსახურება; ლოტი 2 - დიზელის საწვავი 10000 ლიტრი (ევროდიზელი არანაკლებ PPM 50-ი) და თანმდევი სააღრიცხვო მომსახურება.

3. საქონლის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს   შემდეგი კრიტერიუმებითა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების   საშუალებით:

 

შეფასების კრიტერიუმები

პრიორიტეტულობის კოეფიციენტი

1

ფასი

0.2

2

ხარისხი

0.3

3

გადახდის პირობები

0.3

4

ბენზინგასამართი სადგურების რაიდენობა

0.2

 

 

სულ 1.0

 

5. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თუ შეიცავს წინასწარ ანგარიშსწორების მოთხოვნას მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ წარმოადგინოს სატენდერო წინადადებით წინასწარ მოთხოვნილ თანხაზე საბანკო გარანტია. 

7. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადებები დახურულ კონვერტში (გარდ ტექნიკური აღწერილობისა, რომელიც შესაძლებელია შედგენილ იქნას ინგლისურ ენაზე) უნდა წარმოადგინონ, ქართულ ენაზე სამ ეგზემ­პლა­რად (ერთი დედნის და ორი ასლის სახით) 2009 წლის 9 იანვრის 10:00 სთ-დან 2009 წლის 30 იანვრის 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2);

8. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

1.პრეტენდენტი იურიდიული პირისათვის:

ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (საგადასახადო ინაპექციიდან);

გ) ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);     

დ) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

2. პრეტენდენტი ფიზიკური პირისათვის:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან).

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან მის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ.

დ) ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.

ე) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

3. ინდივიდუალური მეწარმისათვის:

ა) ინდივიდუალური მეწარმის მოწმობა (საგადასახადო ორგანოდან);

ბ) ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან მის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ.

დ) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

9. პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-8 პუნქტში მოცემულ ყველა დოკუმენტაციასა და ინფორმაციას ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება;

10. პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მომზადებასთან  და სატენდერო კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

11. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო  მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სატენდერო წინადადების გახსნა განხორციელდება შემოტანილი განცხადებების რიგითობის მიხედვით სატენდერო კომისიის სხდომაზე 2009 წლის 30 იანვარს 17 სთ-ზე, რა დროსაც გაიმართება საკვალიფიკაციო შერჩევა, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 2009 წლის 31 იანვარს 12:00 საათზე.

12. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება პრეტენდენტებს შეეძლებათ 2009 წლის 9 იანვრის 10:00 სთ-დან 2009 წლის 30 იანვრის 17:00 სთ-მდე : ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18. (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2) დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც წარმოადგენენ განაცხადს ტენდერში მონაწილეობაზე და 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის ქვითარს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თი-ბი-სი ბანკი, ბანკის კოდი 220101830, ანგარიშის № 609326, საიდენტიფიკაციო კოდი 204953050).

14. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგან – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი: გრიგოლ სულუხია: 38-69-57, 899240240, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18. (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2).    

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები