აგვისტო 22, 2022 11:36

შეტყობინება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“

2022 წლის 25 აგვისტოს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისიის საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები