ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის, “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები კრიტიკულ აზროვნებაში გადაამზადა. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ კარბაია გაუძღვა, რომელმაც სემინარის მონაწილეები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წინა ...
ComCom-ის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა...
კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს. კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან - ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი, კომიტეტში მხოლოდ 7 ქვეყნის ...
რენე ჰობსი: „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით“
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექპერტმა და ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა მედიაწიგნიერების კუთხით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ ექსპერტმა „42°პარალელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა, ყურადღება ამ მიმართულებით ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ - „საქართველომ წინ წაიწია მედიაწიგნიერების კუთხით, როგორც იმის ნაწილმა რასაც „ფეიკ ...
ComCom-მა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის წარმომადგენლებთან ერთად ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას...
კომუნიკაციების კომისიამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული ...
ComCom-მა BTU-სა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებასა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თამარ კარბაია და მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნეს. სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2023 წლის 30 ნოემბერი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №68 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია); კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №433/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი); კომისიის 2012 წლის 10 აგვისტოს №536/15 ...
ComCom-მა საქართველოში EaPeReg-ის 22-ე პლენარული სხდომა გამართა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 22-ე პლენარული შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანს, EaPeReg-ისა და მისი ექსპერტული ჯგუფების განვლილი წლის საქმიანობის შეჯამება, შემდგომი წლის აქტივობების დაგეგმვა და EaPeReg-ის 2024 წლის თავმჯდომარისა და ვიცე-თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა და EaPeReg-ის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ ...
ComCom-მა შავი ზღვის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები კონკურსის პირობებსა და წესებს გაეცნენ, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი უძღვებოდა. სემინარზე მონაწილეებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ...
„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის...
„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ...
შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე I. საქმის აღწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 23-10-1957, 25.10.2023) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ...
