საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა: 1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ; 2. დამტკიცდეს კომისიის საშტატო განრიგი თანდართული სახით (დანართი 1); 3. კომისიის აპარატის ფინანსურმა სამსახურმა (ი. აბულაძე) წარმოდგენილი საშტატო განრიგის გათვალისწინებით ...
შპს „მაგთიკომი“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 22 ნოემბრის N 721/10 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით (1745,1 მგჰც - 1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1 მგჰც – 1855 მგჰც (მიღებაზე) სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი ...
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “საქართველოს საკომუნიკაციო კომპანიამ” (წერილი N23/12-1) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ 800 მგჰც სიხშირულ ზოლში. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ...
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ლიცენზიების შესაბამისობაში მოყვანის...
ხებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ...
შპს “მიუზიკ ბოქს ჯორჯია”- სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს “მიუზიკ ბოქს ჯორჯიამ” (რეგისტრირებული 2004 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის N5ა/4-4320) კომისიას მიმართა განცხადებით (22.11.2005 წ.) საკაბელო სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მიუზიკ ბოქს ჯორჯიას” მიერ ლიცენზიის მისაღებად ...
შპს „მიკრომედია XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მიკრომედია XXI”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის N 06/4-1737 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული N 7/353,24.11.05), 2004 წლის 17 დეკემბერს კომისიის N695 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე. შპს „მიკრომედია XXI”, ...
სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ნოდარ აღდგომელაშვილისთვის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9/96-05, 10.11.05.) მიმართა მოქალაქე ნოდარ აღდგომელაშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, ფანასკერტელის 19-98; საქართველოს მოქალაქის პასპორტის N ბ 0266220) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის 294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა საკვალიფიკაციო ...
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ...
შპს “აიეტის” N1273 ლიცენზიის მოდიფიცირების და შპს “აიეტსა” და შპს „ქვანტუმ გრუფს“ შორის ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ქვანთუმ გრუფმა” (წერილი N12/1, 12.12.2005წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “აიეტთან” 2005 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება “ლიცენზიის გადაპირების შესახებ” და მოითხოვა შპს “ქვანთუმ გრუფზე” შესაბამისი ლიცენზიის გაცემა. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აიეტი” ფლობს N1273 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2001 წლის 27 აპრილს N269/1 ...
შპს “მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს “მეგაკომსა” და შპს “მობიტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “მობიტელმა” (წერილი N3/12, 12.12.2005წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “მეგაკომთან” 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება “რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაპირების შესახებ” და მოითხოვა მოქმედი კანონმდებლობის გათვალიწინებით შესაბამისი ნებადამრთველი დოკუმენტების გაცემა შპს “მობიტელისთვის”. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მეგაკომი” ფლობს N4 ...
