შპს “იბერიატელის” №991 და №984 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და შპს “იბერიატელსა” და შპს “ტელენეტს” შორის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “ტელენეტმა” (წერილი 6/383-06, 04.05.2006წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “იბერიატელთან” 2006 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება აქტივების გადაცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შპს ”იბერიატელის” მიერ №991 და №984 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემას (დათმობას) შპს ”ტელენეტისთვის”. შპს ”ტელენეტი” ითხოვს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე ...
ინდივიდუალური მეწარმე კონსტანტინე ასათიანისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია”) მიმართა ი/მ კონსტანტინე ასათიანმა კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №178/2 გადაწყვეტილების საფუძველზე და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. ი/მ კონსტანტინე ასათიანმა წარმოადგინა სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ...
მიშელ მოშესთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2006 წლის 24 მარტის N121/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა მიშელ მოშემ, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ ...
შპს “მობიტელის” N F 5 ლიცენზიის ცვლილებისა დაშპს “მობიტელსა” და “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-ს შორის ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “მობიტელმა” (წერილი №3, 22.05.06 წ.) და “ასპენვუდ გრუფ კორპ.”-მა (წერილი №6/424-06, 23.05.2006 წ.), რომლებმაც კომისიას წარმოუდგინეს 2006 წლის 21 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ”. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ”მობიტელი” გადასცემს რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილით 827.955-831.645 მჰც; 872.955-876.645 მჰც სარგებლობის უფლებას “ასპენვუდ გრუფ ...
სს „ჭიათურმანგანუმისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს „ჭიათურმანგანუმმა“ (რეგისტრირებული ქ. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის N 13/5-13 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01-20-280, 18.04.06) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. ჭიათურაში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სს „ჭიათურმანგანუმის“ საქმიანობის საგანია მანგანუმის შემცველობის სხვადასხვა კონცენტრატების დამზადება და რეალიზაცია. ...
შპს “ალგანისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ალგანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის N 2/4-4215 დადგელებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. “ელექტრონული კომუნიკაციების ...
შპს “ინტურისტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ინტურისტმა” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის N 01/04-1424 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე ...
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47\\\'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ...
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/0792; 11.04.06; N UMS-50/0806; 11.04.06; N UMS-50/0822; 11.04.06. და N UMS-50/0824; 11.04.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის MIDZHAKH DAG – 8 TBK, TLIADAL DAG – 10 TBK, AGVALI DAG – 11 TBK, KHINDAKH ...
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/0623, 22.03.06; № UMS-50/0632, 27.03.06; № UMS-50/0634, 27.03.06; № UMS-50/0751, 31.03.06; № UMS-50/0752, 31.03.06; № UMS-50/0791, 11.04.06. და № UMS-50/0818, 11.04.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის KUMISH KAR CHER – 105.9 MHz, KUMISH KAR CHER – 107.0 MHz, ...
