საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №093,24.08.09) ფიქსირებულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით. “ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის ...
შპს ”საბატელს” და შპს ”ვემატელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N12 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”საბატელ”-მა (24.06.2009 №6/1892-05) და წარმოუდგინა შპს ”ვემატელ”-თან 2009 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”საბატელი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N12-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ვემატელი”-სათვის სრულად გადაცემას. ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (23.09.2009 N3/56-09) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს იუსტისციის სამინისტროს, ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა ...
შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”- ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”PALACE INVESTMENTS AND HOLDINGS LIMITED”-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 245598161) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/344-13; 09.09.09) ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია სასტუმროს მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”PALACE ...
შპს “დარაკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს შპს “დარაკამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს. კ. №204985873) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/337-09; 02.09.09) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”დარაკას” მიერ ...
შპს “სერვის ცენტრი-2006”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “სერვის ცენტრი-2006”-მა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №212874148) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/355-09; 15.09.09) ქ. ქუთაისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებს და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “სერვის ცენტრი-2006”-ის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური ...
შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 203855186) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/334-09; 31.08.09) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებს და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და ...
შპს „კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფისა“ და შპს „ულტრაკომუნიკაციების“ სანქცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 2 ოქტომბრის N 52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17 პუნქტის საფუძველზე გადაწყვიტა: 1. კომისიის 2009 წლის 2 ...
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ ”რეალტივი-საქართველო”-მ გამოთქვა. აუქციონი 2009 წლის 23 ოქტომბრის, 15:00 საათზე გაიმართება. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 6 674 ლარით და 40 თეთრით განისაზღვრა.
