ადმინისტრაციული წარმოება ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ოთხი რეგიონალური მაუწყებელის სანქცირების საკითხი განიხილა. აქედან სამ მაუწყებელს „თანამგზავრს“, „მე–5 არხს“ და „თრიალეთს“ გაფრთხილება მიეცა, ხოლო შპს ,,ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 2 ივნისს გაგზავნილი წერილით, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე ...
კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს შპს „ემ პაბლიშინგმა“ (14.12.2010, №7/424-10) და სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ (16/05/2008, №6/956-08), ქ. თბილისში მეტრულ ტალღოვან (FM) დიაპაზონში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამავე დროს კომისიაში წარმოდგენილია შპს „სინდიკატი 104.3“–ს განცხადება (22.02.2008, 7/66-08) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ...
შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” ურთიერთჩართვის მოქმედი ხელშეკრულების შეჩერებაზე...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.07.2011 N6/3159-11) მომართა შპს ,,ჯეოსელმა“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” შპს „ჯეოსელის“ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან ...
შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1. კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: ა) ...
