შპს ”ჯეოკონტაქტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოკონტაქტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205207373) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/325-11, 28.07.11) ქ.თბილისში, ქ. კასპში და ქ. საჩხერეში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული ...
შპს “ბაოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს “ბაომ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ №591/021-შპს, ს.კ. № 212876075) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/301-11, 14.07.11) ქ.ქუთაისში, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ბაოს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური ...
შპს “ჯავშანის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯავშანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №205294938) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/274-11, 04.07.11)მეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ...
სს ,,სილქნეტის” სანქცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და ...
ერთი მხრივ, მომხმარებელ თინა კუპრაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ალფა-კომს” შორის დავის განხილვის მიზნით...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 7 ივლისს მიმართა (სამსახურებრივი ბარათი N10/579-11) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”), შპს „ალფა-კომის“ აბონენტ თინა კუპრაშვილის განცხადების განხილვისა და შპს „ალფა-კომთან“ არსებული დავის გადაწყვეტის ...
„სუპერ ტვ“–ს და „სილქნეტის“ დავა მორიგებით დასრულდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“–ს და შპს „სილქნეტის“ დავა მორიგებით დასრულდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სუპერ ტვ“–მ საჩივრით მომართა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „სუპერ ტვ“ საკუთარი აბონენტებისთვის მომსახურების მისაწოდებლად იყენებს სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში განთავსებულ კაბელებს. ეს კაბელები კი კომპანია „სილქნეტის“ კუთვნილ საკანალიზაციო სისტემაშია განთავსებული. მხარეებს ამ ...
„მაიფონსა“ და „ახალ ქსელებს“ შორის დავა მორიგებით დასრულდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „მაიფონმა“ მიმართა და აცნობა, რომ შპს „მაიფონსა“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის წარმოიქმნა დავა ზარის დასრულების ტარიფთან დაკავშირებით. კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“, მათ შორის 2010 წლის 16 მარტს დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დაარღვია და ზარის დასრულების საფასური ნაცვლად 4 თეთრისა 2 თეთრის ოდენობით გადაუხადა. კომისიამ „მაიფონის“ განცხადება წარმოებაში მიიღო, სხდომაზე ორივე მხარეს მიეცა ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს №56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1. კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს №56 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის); 2. ...
დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/331-11, 29/07/2011) დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ სააბონენტო ნომრებზე 900 00 34 34 და 900 34 34 34 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების ...
