მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამნეტში ცვლილებები შევიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზრუნავს ტელესაკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე. რის გამოც „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ გარკვეული ცვლილებები და დამატებები შევიდა. სიახლეა როუმინგით მოსარგებლე აბონენტებისთვის. ამიერიდამ ამ მომსახურების მიმწოდებელი ყველა მობილური ოპერატორი ვალდებულია საკუთარ აბონენტს საზღვარგარეთ გამგზავრებისას, როუმინგული მომსახურების ...
პორტირებული სააბონენტო ნომრების სტატისტიკა
სააბონენტო ნომრის პორტირება სულ უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით ამ მომსახურებით უკვე 43 500 აბონენტმა ისარგებლა. სააბონენტო ნომრების პორტირების შესაძლებლობა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, მობილური ქსელის აბონენტებს 2011 წლის 15 თებერვლიდან მიეცათ. პორტირების შედეგეად ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია „ჯეოსელს“ შეემატა, მან კონკურენტი კომპანიებიდან 25 300 აბონენტი გადაიბირა. ...
შპს ,,მაგთიკომისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზეპირი მოსმენის № 12 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი ქ. თბილისი 2011 წლის 20 მაისი, 16:00 ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე–18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 06 მაისის №26 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–16 საკითხი (შპს ”კიდას” ...
შპს “საქაერონავიგაციისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/163-11, 15.04.11) ქ. ზუგდიდში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”საქაერონავიგაციის” მიერ დამხმარე ...
სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”ილჯის სამშენებლო, სამრეწველო და სავაჭრო კომპანიის ფილიალმა საქართველოში” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 404861958) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/162-11, 15.04.11) ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ფარავნის ჰესის ...
შპს „ომეგა-2”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ომეგა-2”-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს მიერ № 01/04-593; ს.კ. № 245422608) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/171-11, 20.04.11) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუცია-რეალიზაციის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ...
