შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 5 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3929-11) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი მთელი რიგი სპორტული ღონისძიებების, მხატვრული ფილმებისა და სერიალების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის №101/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეომ” კომისიას მიმართა განცხადებით (№36/0711,27.07.11), საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი და მოძრავი ობიექტებიდან სტუდიებამდე მაღალი გარჩევითობის მქონე სარეპორტაჟო ტელესიგნალების მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის №101/13 ...
შპს “თანამგზავრი XXI-ის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “TV-ERA“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 15.08.2011 №114 წერილით მიმართა შპს “თანამგზავრი XXI-მა“, შპს “თანამგზავრი XXI“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-სათვის გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ...
შპს „ომეგას“ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ომეგამ“ (№7/288-11, 11.07.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ომეგა“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ...
თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა. გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 98.5 ტალღაზე დაიწყებს მაუწყებლობას. კონკურსში მონაწილეობას შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებდა. კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცებციებზე დაყრდნობით გამოავლინა გამარჯვებული. ახალი მაუწყებელი ეთერში გასვლას ...
თბილისში ახალი რადიომაუწყებელის ვინაობა ხვალ გაირკვევა
2011 წლის, 30 სექტემბერს, 13:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება. კონკურსში მონაწილეობას ორი კომპანია შპს ”მედია ჰაუს დეკომი” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” იღებს. გამარჯვებული კომპანია თბილისში FM 98.5 ტალღაზე მაუწყებლობას დაიწყებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2011 წლის 29 ...
შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიის რეგისტრაციის № 7/299-11 13.07.2011წ.) მიმართა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N27 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ...
სს „სილქნეტსა“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებულ დავაზე...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (26.08.2011 N6/3035-11) მიმართა სს ”სილქნეტმა”, შპს „მეტაკომთან“ და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპთან“ ურთიერთჩართვის ფაქტობრივი მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით დავის განხილვის მოთხოვნით. სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ 2010 წლის 12 მარტიდან უწყვეტად ახორციელებს ...
შპს ”დაცვის სამსახური თბილისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”დაცვის სამსახურმა თბილისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისში, საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 205271310) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/341-11, 05.08.11)ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ...
შპს ”წისქვილკომბინატი თბილისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”წისქვილკომბინატი თბილისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისში, ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ; ს.კ. № 208215821) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/349-11, 10.08.11) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს ...
