შპს ,,ტაქსი- 2“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. კომისიის აპარატის ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის N520/18 და N521/18 გადაწყვეტილებებში...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები №520/18 და N521/18, რომლებშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ადმინისტრაციული სახდელის გადახდის მიზნით, ნაცვლად 30 დღისა მითითებულ იქნა 15 დღე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №520/18 და N521/18 გადაწყვეტილებების ...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ განცხადების განხილვისა და...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.10.2011 N6/4361-11) მიმართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ სანქცირების მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 18 სექტემბრიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს ...
კომისიის 2005 წლის 24 ივნისის №430/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ალფაკომის“...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (19.09.2011 N7/398-11) მომართა შპს ”ალფაკომმა” კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალფაკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ნუმერაციის რესურსი: 8-8-0 (რვა-რვა-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზეპირი მოსმენის №26 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2011 წლის 24 ოქტომბერი, 16:00 საათი 1. შპს „ალფაკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N1 ლიცენზიის გაუქმებისა ...
კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (FM) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. კომისიის 2011 წლის 29 ივლისის №383/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 29 აგვისტოს 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2011 წლის 2 ...
კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე კორნელი შუღლაძემ (25.05.2011, №9/43-11), თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის ...
ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 სექტემბრის N453/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ”ა) 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15, მე-16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 17 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში კომისიის 2011 ...
