საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 26 მარტის №16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად გადაწყვიტა: 1. კომისიის 2012 წლის 26 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის); 2. გადაწყვეტილება ცალკე ...
შპს ,,ტვ-4000”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ...
შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია GTC”-მ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-ის სახელზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა გაიცა 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 030 XXX). გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
შპს ”ჯეონეთმა” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის შპს ”ჯეონეთის” სახელზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა გაიცა 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერზე (706 777 XXX). გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია “დიას“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 1 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2012 წლის 16 აპრილის, 17:00 საათამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
ბაზრის შესწავლასადა ეკონომიკური კვლევაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაზრის შესწავლასა და ეკონომიკური კვლევაზე
USAID და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა და დოკუმენტს ხელი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა და USAID–ის საქართველოს მისიის დირექტორმა, სტივენ ჰაიკინმა მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ სამართლიანი და კონკურენტული მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად საჭიროა ...
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N854/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №47) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური; ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ...
