კომისიის განცხადება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებესთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეახსენებს მაუწყებლებს და ელექტრონულ მედიას, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ ...
სასამართლომ ხუთ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან ...
თუშეთს ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ტელემაუწყებლობა აქვს
საქართველოში ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელის მოცვის არეალის გაფართოვების პროცესი გრძელდება. ეროვნული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა შპს „ტელერადიო ცენტრმა“ თუშეთში, კერძოდ, აბანოს ქედზე ახალი სარელეო სადგური დაამონტაჟა. ასევე, სოფელ ომალოში დამონტაჟდა ახალი ციფრული მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო სადგური, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს. ომალოს მცხოვრებლებს საშუალება აქვთ მიიღონ შემდეგი ქართული არხების გადაცემები: პირველი არხი (მაღალი და სტანდარტული ხარისხით), მეორე ...
კომისიამ შპს „მაგთიკომის“ და შპს „დელტა კომმის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ, შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის შეისწავლის. შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №68 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (№38/11-328-ს,18.07.16), საზღვრისპირა რეგიონში რადიოსაკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირების ...
კომისიამ შალვა რამიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლენილ იქნა კომპანია ,,GFK“-ის მიერ სოციალური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით ...
სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე...
სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ 1996 წლის 26 ივლისს, რეგისტრაციის № ...
კომისია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეუდგენს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საარჩევნო სუბიექტმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საჩივარით 2016 წლის 26 სექტემბერს მიმართა. დავის საგანი 2016 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ საეთერო ბადიდან საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ უფასო ...
