შპს „აიურვედამ“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „აიურვედამ“ მიმართა და შემეცნებითი/გასართობი არხის შესაქმნელად კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოითხოვა. კომპანია დღე-ღამეში 6 საათი იმაუწყებლებს ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კომისიამ შპს „აიურვედას“ განცხადება დააკმაყოფილა, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გეგმავს. ...
შპს „მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის დავა მორიგებით დასრულდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიზიკური პირის კ. კალაძის განცხადების საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ დავის განხილვა 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა მორიგების მიზნით კომისიისგან არსებითი განხილვის გადადება მოითხოვეს, რაც დააკმაყოფილდა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოდავე მხარეების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ შპს „მაგთიკომსა“ და ფიზიკურ პირ კ. კალაძეს შორის მიღწეულია ...
