შპს „42 პარალელმა“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „42 პარალელმა“ მაუწყებყლობაზე ავტორიზაცია გაიარა. კომპანია 2017 წლის სექტმემბრიდან აუდიტორიას კერძო სპეციალიზებულ (მუსიკალური/შემეცნებით/გასართობი) ტელემაუწყებლობას შესთავაზებს. შპს „42 პარალელი“ ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით დღე-ღამეში 24 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების ...
შპს „მაგთიკომმა“ ინტერნეტ ტექნოლოგიით ხმოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიანიჭა. კომპანიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა - ინდექსზე: 706 200 000-706 200 999 (სულ ათასი სააბონენტო ნომერი) VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის მიიღო. ნუმერაციის რესურსით სარგებლობა შპს „მაგთიკომს“ ...
კომისიამ თხუთმეტ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თხუთმეტ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2017 წლის 16 მარტი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით ...
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს თამთა ტეფნაძემ ანგარიში წარადგინა
2017 წლის 15 მარტს მომხამარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმრო “თბილისი - რუმსში“ სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა 2016 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები: 2016 წლის საქმიანობის ...
