რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების წესი
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის ტიპებს, მათი გამართვის პროცედურებს და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშების წესებს.
ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.
