შპს „მობიტელის“ LTE ქსელის დანერგვა და KPI
კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მობიტელს“, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად, მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №97 ლიცენზია და განესაზღვრა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებები.
აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შემოწმების მიზნით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტმა 2016 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში ჩაატარა მონიტორინგი. კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოაქვეყნოს მონიტორინგის შედეგები.
გამოქვეყნებული მასალა ასახავს, 2016 წლის აპრილის მდგომარეობით, შპს “მობიტელის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას 800 მჰც სიხშირული რესურსის გამოყენებით. 2017 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით განახლებული ინფორმაცია, იგივე ფორმატით, გამოქვეყნდება შესაბამისი მონიტორინგის ჩატარების შემდეგ.
ასევე სხვა ოპერატორების მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგები სისტემატიურად აიტვირთება ჩვენს ვებ-გვერდზე.