წვდომის მენიუ

აგვისტო 09, 2024 17:20

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით

ცნობა  №  24-21

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 05 აგვისტოს Nგ-24-23/339 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების მიზნით.

კომისიის 2024 წლის 05 აგვისტოს Nგ-24-23/339 და 2024 წლის 29 აგვისტოს Nგ-24-19/377 გადაწყვეტილებების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 12 სექტემბერს 15:00 საათზე.

საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 2024 წლის 9 სექტემბრისა. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.“

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - მაია ქადეიშვილი - 238-69-95; ელექტრონული ფოსტა: mkadeishvili@comcom.ge

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
  • ცხრილის_გამოქვეყნება_წერილი.pdf
  • კომენტარების_ცხრილი.pdf
  • დართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილებიSHP.rar
  • 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_3__.xlsx
  • 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24_.pdf
  • 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები_.pdf
  • 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია_.pdf
  • სილქნეტი_დანართი_2_-_Frontier_-response_to_ComComs_auction_document_GEO.pdf
  • სილქნეტი_დანართი_1_-_Frontier-_response_to_ComComs_auction_document_ENG.pdf
  • სილქნეტი_-_3947.pdf
  • სელფი_-_3915.pdf
  • მაგთიკომი_05.09_.24_.pdf
  • გადაწყვეტილება_გ-24-19-377,_29.08_.24_.pdf
  • სილქნეტი_-_3614.pdf
  • აუქციონების_გამოცხადების_გადაწყვეტილების_პროექტი.pdf
  • დართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილებიSHP.rar
  • დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები.pdf
  • დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია.pdf
  • scan_-_ქართული_თარგმანი_(4).pdf
  • დანართი_3_-_დაფარვის_ვალდებულებებში_მითითებული_დასახლებული_პუნქტები_სია.xlsx
  • ComCom_Pricing_Analysis_of_Frequencies.pdf
  • გადაწყვეტილება_გ-24-23-339,_05.08_.24_.pdf
  • Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები