საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 24-25
საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 17 ოქტომბრის Nგ-24-23/459 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2024 წლის 17 ოქტომბრის Nგ-24-23/459 გადაწყვეტილების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18).
საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).
ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
კომისიიდან საკონტაქტო პირი - ეკა სიჭინავა; ელექტრონული ფოსტა: esichinava@comcom.ge