პროექტი - კომისიის სტრატეგია კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე
კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს, მის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე.
პროექტი განსაზღვრავს კომისიის ხედვას კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი შემუშავებულია შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენება;
დასახლებული პუნქტების მაქსიმალურად მოცვა რადიომაუწყებლობის სიგნალით;
კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების თანმიმდევრული გამოცხადება;
მოქმედი კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოება და აღნიშნულ ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლა.
დოკუმენტის უმთავრესი დანიშნულებაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გეგმების, ხედვის და მიზნების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის. კომისია მიესალმება დაინტერესებული მხარეების მხრიდან მაქსიმალურ ჩართულობას.
საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 2 კვირა. დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების/კომენტარების კომისიაში წარმოადგენა მიმდინარეობს 2020 წლის 1 ივნისამდე ელექტრონულად post@gncc.ge ელ.ფოსტის მისამართზე გამოგზავნით.