ლოკალური არეალის უსადენო ქსელების მაღალი ეფექტურობის IEEE 802.11ax სტანდარტის მიმოხილვა
IEEE 802.11ax სტანდარტი, რომელიც Wi-Fi ალიანსის მიერ განსაზღვრულია როგორც Wi-Fi 6, წარმოადგენს ლოკალური არეალის უსადენო ქსელების (Wireless Local Area Networks, WLAN), ანუ Wi-Fi-ის, ახალ სტანდარტს IEEE 802.11 სტანდარტების ოჯახიდან. ამ სტანდარტის საბოლოო დანერგვა დაგეგმილია 2019 წლის ბოლომდე და მის ბაზაზე აგებულ ქსელებს განიხილავენ, როგორც მაღალი ეფექტურობის უსადენო (High Efficiency Wireless, HEW) ქსელებს. IEEE 802.11ax პროექტს დასაბამი მიეცა 2014 წელს და მისი პირველი სამი დრაფტ ვერსია გამოქვეყნდა 2016 (D1.0), 2017 (D2.0) და 2018 (D3.0) წლებში. პროექტი მუშავდება მაღალი ეფექტურობის უსადენო ლოკალური ქსელების სამუშაო ჯგუფის (Task Group, TG) მიერ.
თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები: