წვდომის მენიუ

ოქტომბერი 05, 2017 17:45

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგთან დაკავშირებით NDI-ს წარმომადგენელბთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით NDI-ის საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსთან კიარა კასტალდოსთან შეხვედრა გაიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი წინასაარჩევნო პროცესში მედიამონიტორინგის განხორციელების დროს კომისიის დაკვირვების სფეროებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო  მედია მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგიას, კომისიის მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებს, მაუწყებელთა ვალდებულებებს, მოქმედი კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებს და კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევები და კომისიის წინასააჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები