სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიამ“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის უფლება მიიღო
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიამ“ თანამგზავრული სიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
აღნიშნულ საკითხზე კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 16 ნოემბერს დაიწყო. სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანია“ მაუწყებლობის №B35, B36 და B37 ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრების ისეთ ცვლილებას ითხოვდა, რომ კომპანიამ ამ ლიცენზიების ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის გავრცელება, ამავე ლიცენზიებით განსაზღვრული პირობებით თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც შეძლოს.
სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიის“ კუთვნილი ლიცენზიის სახე არის კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – ქ. ბოლნისი, ქ. რუსთავი და ქ. მარნეული.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.