წვდომის მენიუ

თებერვალი 27, 2014

„სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე სს „სილქნეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 91800-91809 (სულ-ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით,   სტანდარტული ტარიფით, არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად სჭირდება. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები