წვდომის მენიუ

ნოემბერი 27, 2013

შპს “TV3”-ის აუქციონის თარიღი ცნობილია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს “TV3”-ის განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული აუქციონის სხდომა 2013 წლის 2 დეკემბერს 16:00 საათზე გაიმართება.

კომპანიას, თბილისის ტერიტორიაზე, მთაწმინდის ანძის მიმართულებით რადიოსიხშირული სპექტრი მობილური ჩართვებისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სჭირდება.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 1 915 ლარით და 8 თეთრით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობამ 96 ლარი შეადგინა.

სააუქციონო სხდომა საჯაროა.

Calendar
გაზიარება