შპს „სკაინეტს“ სანქცია დაეკისრა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „სკაინეტს“ სანქცია დააკისრა.
შპს „სკაინეტი“ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირია. კომპანია მომხმარებელს მომსახურებას ოფიციალური ვებგვერდით, (www.adjaranet.com) ინტერნეტის საშუალებით აწვდის. კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, შპს „სკაინეტი“ მთელი რიგი უცხოური არხების რეტრასნლირებას საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ახორციელებს. ეს არხებია: „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол 2“, „НТВ+ Спорт Плюс“, „НТВ+ Спорт“, „НТВ+ Онлаин“, „НТВ+ Баскетбол“, „НТВ+ Теннис“, „НТВ+ Наш Футбол“, „НТВ+ Спорт Хит“, „Eurosport“, „Eurosport 2“, „НТВ+ Премьера“, „НТВ+ Кинохит“, „HD Кино“, „HD Кино 2“, „Sony Entertainment“, „National Geographic“, „Discovery“, „Disney“, „MTV Hits“, „Дождь“, „Bein Sport NBA“, Fox Sports“, „Bein Sport 1“ „Bein Sport 2“ „Bein Sport 3“, „Bein Sport 4“ „Bein Sport 5“, „Bein Sport 6“, „Bein Sport 7“, „Bein Sport 8“, „Спорт 1“, „Sky Calcio 1“, „Sky Calcio 3“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Спорт 1“ და „Спорт 2“.
კომისიის გადაწყვეტილებით კომპანია „სკაინეტს“ დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.