შპს „სკაინეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „სკაინეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას ნუმერაციის რესურსი – 2020XXX – 2021XXX, სულ 2000 სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა ქალაქი თბილისი.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.