წვდომის მენიუ

ოქტომბერი 09, 2017 13:46

შპს „ქართული ტვ“-იმ მაუწყებლობის ავტორიზაციის სახეობა შეიცვალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ქართული ტვ“-იმ მიმართა და მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება მოითხოვა.

კომისიამ დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა და შპს „ქართული ტვ“-ის კერძო საერთო მაუწყებლობის ნაცვლად კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებით/გასართობი) მაუწყებლობა განუსაზღვრა.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები