წვდომის მენიუ

მარტი 15, 2013

შპს „პალიტრა TV“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლებას ითხოვს

2013 წლის 15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს „პალიტრა TV“-სთვის თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინსიტარციული წარმოება დაიწყო.

„პალიტრა TV“ ითხოვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის გეოგრაფიული ზონა იქნება საქართველოს მთელი ტერიტორია, ხოლო მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში – 8 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2013 წლის  15 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები