წვდომის მენიუ

დეკემბერი 04, 2012

შპს „მაიფონმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მაიფონმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  - 10-20, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო ზარების განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები