წვდომის მენიუ

ნოემბერი 16, 2012

შპს „კავკასუს ონლაინს“ ჯარიმა დაეკისრა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინს“ ჯარიმა დაეკისრა. დაჯარიმების მიზეზი, „კავკასუს ონლაინი“–ს მიერ ,,კავკასუს ტვ“–ის მომხმარებლებისთვის ვიდეოთეკის (Video on Demand) სერვისის შეთავაზება გახდა, რომელზეც კომპანიას არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.

კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებას ავტორიზაციის გარეშე აწვდის მომხმარებლებს.

კომისიაში გამართულ საჯარო სხდომას „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. საკითხის განხილვის შემდეგ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასუს ონლაინისთვის 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების შესახებ. კომპანია ასევე ვალდებულია შეწყვიტოს აბონენტებისთვის ავტორიზაციის გარეშე გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების გაწევა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები