მაისი 15, 2013

შპს „ბლექ სი სატმა“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ბლექ სი სატმა“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

„ბლექ სი სატს“ ამიერიდან საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმაუწყებლოს. კომპანიის კუთვნილი ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი დღე-ღამის განმავლობაში – 6 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები