სექტემბერი 28, 2012

შპს „ახტელმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ახტელმა“  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.

კომპანიას ნუმერაციის რესურსი  -  800 005050-800 005059, სულ ათი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და აღნიშნული ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის  გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები