წვდომის მენიუ

სექტემბერი 15, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო კომისიის განცხადება ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შესახებ

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო კომისიის         

 

  

 

_____15.09___    2006  წელი

 

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42) აცხადებს ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინ­ტერესებულ პირს.

დაფინანსების წყაროკომისიის ბიუჯეტი.

2. შესყიდვის ობიექტია: ავტოსატრანსპორტო საშუალება 5 კარიანი უნივერსალი, 4 მუდმივი წამყვანი თვლით, ერთი ერთეული (ახალი, ყველგან მავალი).

3. შესყიდვის ობიექტის შესაძლო მონაცემები: ძრავის მოცულობა 3000-3200 სმ3 (ბენზინი), სიჩქარის ავტომატური (ტიპტრონიკი) კოლოფი, 100 კმ-ზე საწვავის ხარჯი 10-13 ლიტრი, ცხ.ძალა 250-270, სიმაღლე 1500-1600 მმ, სიგრძე 4800-5000მმ, სიგანე 1800-2000მმ, დაუტვირთავი წონა 1700-2000 კგ.

4. საქონლის მიწოდების ადგილია . თბილისი მის : ალ. ყაზბეგის გამზ. 42

5. საქონლის მიწოდების ვადა არის გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი თვე.

6. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები ქართულ ენაზე შედგენილი უნდა წარმოადგინონ 2006 წლის 4 ოქტომბერის10 სთ – 17 სთ-მდე, შემდეგ მი­სამართზე: . თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42(საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მე-1 სართული, ოთახი 11).

7. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება პრეტენდენტებს 2006 წლის  4 ოქტომბრამდე შეეძლებათ დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც წარმოადგენენ 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის ქვითარს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თი-ბი-სი ბანკი, ბანკის კოდი 220101830, ანგარიშის №609326, საიდენტიფიკაციო კოდი 204953050).

8. სატენდერო დოკუმეტაციის მიღება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: . თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მე-3 სართული, ოთახი 8).       

9. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგანსატენდერო კომისიის აპარატის წევრი: გრიგოლ სულუხია: 38-69-57, 899240240, მისამართზე: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, . თბილისი, . ყაზბეგის გამზირი 42, მე-3 სართული ოთახი 8;  gsulukhia@gncc.ge

 

 

 

 

სატენდერო კომისიის თავმჯდომარე                                       . ნონიკაშვილი

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები