სექტემბერი 03, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმაურება ტელეკომპანია ”კავკასიის” გათიშვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტექნიკურმა ჯგუფმა სიტუაციაში გარკვევის მიზნით ტელეკომპანია ”კავკასიის” დაზიანებული გადამცემი შეისწავლა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ  კვების ბლოკის 12 შემადგენელი მცირე ბლოკიდან დამწვარია 8 ბლოკი. მიმდინარეობს  თითიოეული ბლოკის შესწავლა, რის შედეგადაც გაირკვევა ექვემდებარება თუ არა გადამცემი აღდგენას. 

ტელეკომპანია ”კავკასიის” 28 - ე დეციმეტრული არხის გადამცემი დამზადებულია ქ. ლენინგრადში და მისი დასახელებაა ”ОНЕГА-5”. ამ გადამცემის საშუალებით ტელეკომპანია ”კავკასია” 1994 წლიდან მაუწყებლობს.  გადამცემი არის მოძველებული, სიმძლავრით - 5 კვტ, აქვს ორი მილაკი - ”ГС-44”, თითოეული გამოიმუშავებს 2.5 კვტ-ს. კომისიის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით არ არის გამორიცხულ აღნიშნულ აპარატურას, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო პრობლემები მომავალშიც შეექმნას.

 2008 წლის გაზაფხულზე კი ტელეკომპანია ”კავკასიის” გადამცემის მილაკი დაიწვა, ტელეკომპანიას სარეზერვო მილაკი არ გააჩნდა, და რადგან ამ დეტალის მოძიება საქართველოში ვერ მოხერხდა ტელეკომპანია ”კავკასია” გარკვეული პერიოდით იყო გათიშული. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობდა  აღნიშნული მილაკის მოძიებაში და საქართველოში მისი ტრანსპორტირების საკითხებში.

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ყველა ტელეკომპანიასთან და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებებით ეცდება დაეხმაროს მათ არსებული პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაჭრაში.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები