საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონი გაიმართა
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გაიმართა.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ შპს ტელეკომპანია ”s-tv”–მ მიიღო, რომელმაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 2685.44 ლარად შეიძინა. ტელეკომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი თბილისში ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის უნდა გამოიყენოს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი 2013 წლის 20 მაისს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი 2013 წლის 4 ივნისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.