საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონი გაიმართა
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გაიმართა.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ შპს „TV 3”-მა მიიღო, რომელმაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 3,114.40 ლარად შეიძინა. გამარჯვებულმა კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრი თბილისში მობილური ჩართვებისთვის უნდა გამოიყენოს.
შპს „TV3”-ის განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 2 აპრილს კომისიამ აუქციონი მეორეჯერ გამოაცხადა. შეგახსენებთ, აუქციონის ხელმეორედ გამოცხადების მიზეზს, შპს “TV3”–მა 2013 წლის 9 იანვარს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არ გადაიხადა რესურსით სარგებლობის საფასურის 30%. ამ თანხის გადაუხდელობის გამო, კომისიამ ლიცენზიის გაცემაზე უარი განუცხადა კომპანიას, თუმცა მეორედ მომართვის შემდეგ, აუქციონი ხელმეორედ გაიმართა და შპს „TV3” გამარჯვებულად გამოცხადდა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.