წვდომის მენიუ

ნოემბერი 09, 2017 11:26

საკონსულტაციოდ ახალი სტანდარტები გამოქვეყნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ევროპულ ინსტიტუტს (ETSI) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ახალი სტანდარტების პროექტები.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს კომისიაში წერილობითი კომენტარები აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაზე. კომენტარები გადაიგზავნება ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ევროპულ ინსტიტუტში და გათვალისწინებული იქნება სტანდარტების დამუშავების პროცესში.
გთხოვთ, იხილოთ გამოქვეყნებული სტანდარტების პროექტები და გამოქვეყნების დღიდან მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წარმოგვიდგინოთ თქვენი კომენტარები ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის  მისამართებზე: post@gncc.ge და mgogilashvili@gncc.ge.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები