საკაბელო მაუწყებლობის ახალი ლიცენზია გაიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ჯი–ემ–სი“–მ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
სამაუწყებლო ლიცენზიის სახეობაა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.
კომპანია მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს ერთი თვის ვადაში.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
 
                
 
     
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
                    
                    
                 
							 
							 
							