წვდომის მენიუ

აგვისტო 29, 2008

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ შპს ”მობიტელმა” და შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” გამოთქვა. ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 19 სექტემბერს, 13:00 საათზე ჩატარდება.

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები