აგვისტო 05, 2008

საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადდა.

საბუთების მიღების ვადა 05 აგვისტოს 17:00 საათზე ამოიწურა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიამ” და შპს ”სერვისლაინმა” გამოთქვა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 12 სექტემბერს გაიმართება. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები