სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სერვისლაინმა”, შპს ”ინტელფონმა”, სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და შპს ”საქტელკომ პლუსმა” ქ.თბილისში, გორის და გარდაბნის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ. ზემოაღნიშნული კომპანიები ახორციელებენ ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ სააბონენტო ნუმერაციის რესურსი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისში, გორის და გარდაბნის რაიონებში არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
გამოცხადდა აუქციონები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:
ა) 492XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 100 (ასი) ლარს;
ბ) 40XXX - 44XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გორის რაიონში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 10000 (ათი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;
გ) 5XXXX (სულ 10000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გარდაბნის რაიონში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 20000 (ოცი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს;
2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 4 აპრილს 13:00 საათი;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 17 მარტის 17:00 საათამდე;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე