რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”გლობალ ერთი”-ს განაცხადის საუძველზე ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.
ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2009 წლის 26 ოქტომბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2009 წლის 6 ნოემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.
რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისმა ოდენობამ 5 932 ლარი შეადგინა. აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე.