წვდომის მენიუ

მარტი 06, 2014

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად ექვსი კონკურსი გამოაცხადდა:

ქ. ბათუმში, FM 90.9-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 8 100 ლარი.

ქ. ბათუმში, FM 102.8-ზე კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 8 100 ლარი.

ქ. ფოთში, FM – 102.1-ზე კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 8 100 ლარი.

ქ. დმანისში, FM – 103.8-ზე კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 2 025 ლარი.

ქ. ხაშურში, FM – 102.3-ზე კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 6 075 ლარი.

ქ. ბოლნისში, FM – 101.5-ზე კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადდა კონკურსი, ლიცენზიით სარგებლობის საფასურია 6 075 ლარი.

კონკურსზე გამოტანილი ექვსივე რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის სალიცენზიო პირობაა დღე-ღამის განმავლობაში  მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის, 12 საათიანი მაუწყებლობის უზრუნველყოფა. ასევე, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში დაიწყოს და მინიმუმ ორი თემატიკის გადაცემები, საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაუშვას ეთერში.

ექვსივე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 2014 წლის 7 აპრილის 17:00 საათამდე იწარმოებს. რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც ყველა კონკურსანტის დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება, 2014 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება. რადიომაუწყებლობის კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება და ასევე, ყველა კონკურსანტს და სხვა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება კონკურსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც ზემოთ ხსენებულ ქალაქებში, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა გამოვლინდება 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

კომისიამ, ექვსივე რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსები შპს „ევროპა პლუს თბილისის“, შპს „ტვ სახელოსნო მაესტროს“, შპს „შანას“ და შპს „ნიუკომის“ განცხადებების საფუძველზე გამოაცხადა.

რადიმაუწყებლობის კონკურსების გამოცხადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები