რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს 18 ადმინისტრაციულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.
აქედან, 17 ადმინისტრაციულ ერთეულში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში კი კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად.
კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში გამოცხადდა:
1. დაბა შუახევი – FM 100,4; სალიცენზიო გადასახადი 344.25 ლარი;
2. დაბა ხულო – FM 100,8; სალიცენზიო გადასახადი 344.25 ლარი;
3. ქ. ოზურგეთი – FM 105,2; სალიცენზიო გადასახადი 5 265.00 ლარი;
4. ქ. ტყიბული – FM 103,0; სალიცენზიო გადასახადი 1 377.00 ლარი;
5. ქ. ჭიათურა – FM 101,2; სალიცენზიო გადასახადი 4 475.00 ლარი;
6. დაბა გუდაური – FM 103,9; სალიცენზიო გადასახადი 1 721.25 ლარი;
7. დაბა სტეფანწმინდა – FM 105,7; სალიცენზიო გადასახადი 1 377.00 ლარი;
8. ქ. ონი – FM 104,3; სალიცენზიო გადასახადი 344.25 ლარი;
9. ქ. ამბროლაური – FM 104,9; სალიცენზიო გადასახადი 1 377.00 ლარი;
10. დაბა ლენტეხი – FM 100,6; სალიცენზიო გადასახადი 344.25 ლარი;
11. ქ. ცაგერი – FM 103,1; სალიცენზიო გადასახადი 688.50 ლარი;
12. დაბა ასპინძა – FM 100,1; სალიცენზიო გადასახადი 688.50 ლარი;
13. ქ. ახალციხე – FM 101,9; სალიცენზიო გადასახადი 4 050.00 ლარი;
14. ქ. ბორჯომი – FM 102,8; სალიცენზიო გადასახადი 6 075.00 ლარი;
15. ქ. ბოლნისი – FM 103,8; სალიცენზიო გადასახადი 6 075.00 ლარი;
16. ქ. წალკა – FM 105,7; სალიცენზიო გადასახადი 2 025.00 ლარი;
17. ქ. ქუთაისი – FM 99,9; სალიცენზიო გადასახადი 8 910.00 ლარი;
კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზი გასაცემად გამოცხადდა კონკურსი:
1. ქ. ახმეტა – FM 103,1; სალიცენზიო გადასახადი 2 227.50 ლარი.
სალიცენზიო პირობების თანახმად თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მაუწყებლობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში და დღე–ღამის განმავლობაში მინიმალური, 12 საათიანი მაუწყებლობა განახორციელოს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 21 იანვრის 17:00 საათამდე.
საჯარო კონკურსი 2013 წლის 25 თებერვლის 13:00 საათზე გაიმართება. მანამდე, 2013 წლის 24 იანვრის, 13:00 საათზე გაიხსნება მოსამზადებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის სხდომა კი 2013 წლის 21 თებერვლის, 13:00 საათზე ჩატარდება. საკონკურსო სხდომები საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.